logo
ENG



რუსეთის დუმა: თბილისში "ანტირუსული" სანქციები სწორად აღიქვეს, როგორც თავის მოტყუება და სიგიჟე

29 ნოე 202316:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/29/ok5him0gei6qw0p.jpg

რუსეთის პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აქებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას - არ შეუერთდეს "ანტირუსულ" სანქციებს.

კომიტეტი წერს, რომ საქართველო მოქმედებს სწორად და გაბედულად, გამომდინარე იქიდან, რომ არ აჰყვა "ანტირუსულ ისტერიას" და საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედება ამჯობინა.

"როგორიც არ უნდა იყოს სირთულეები მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ აჰყვეს ანტირუსულ ისტერიას და იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით. სწორედ პრიორიტეტების სწორმა არჩევანმა განაპირობა, რომ, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი შეაქვთ ქვეყანაში", - წერია დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის განცხადებაში.

ამასობაში კი ევროკავშირი განაგრძობს მეთორმეტე "ანტირუსული" სანქციების პაკეტის ჩამოყალიბებას მანიაკალური სურვილით, რომ დაანაწევროს და გაანადგუროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სხვადასხვა სახის საქონლის ექსპორტის აკრძალვით.

"როგორც ჩანს, ეს ყოველივე საკმაოდ გადამდებია. პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა კიევს მიაღწიეს, რეალობის შეგრძნება სრულიად დაკარგეს და სერიოზულად განიხილავენ, უკრაინისთვის უცხო ტერიტორიაზე, ყირიმში ქალაქების სახელების შეცვლის საკითხს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა